ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია მიიღო, ფინალურ ბლოკში ვეღარ გამოვა და, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი სულამანიძეს გადაეცემა.