ირანული დრონები ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრს თავს დაესხნენ,- ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, Amazon-ის ბაჰრეინის მონაცემთა ცენტრზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი მონაცემთა ცენტრია, IRGC-ის დრონების შეტევა დაფიქსირდა.
ოპერაცია ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო საქმიანობის მხარდაჭერაში მონაცემთა ცენტრების როლის დასადგენად ჩატარდა.
4 მარტს, ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანმა სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.