მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველმა კომიტეტმა 2026 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველმა კომიტეტმა მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გეგმა მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას, არსებული ტენდენციების შესაბამის რეაგირებას და საერთაშორისო სტანდარტებთან, საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრას.

კომიტეტის წევრების შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციები, მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები მიმოიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების განვითარების საჭიროებებზე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და სხვადასხვა სექტორში რეგულირების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. ასევე, აღინიშნა უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.

სტრატეგიის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებები – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები