იტალიელი ჟურნალისტი სენატში შეტანილ რეზოლუციას საქართველოს დასანქცირების შესახებ გმობს – “რეზოლუცია გამაოგნებელია, საქართველოს საკითხს თვალი უნდა მივადევნოთ, რადგან რაღაც ანტიდემოკრატიული ხდება”
იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა ლომბარდი, მათ სენატში შეტანილ რეზოლუციას საქართველოს დასანქცირების შესახებ გმობს და საკითხს ვრცელ მონოლოგს უთმობს.
მისი შეფასებით, რეზოლუცია, რომელიც საუბრობს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე გამაოგნებელია.
,,დასასრულს, მინდა ჩავიდე ერთ ადგილას, რომელიც როგორც იცით, ძალიან მომწონს. მისი სახელია საქართველო. არა ამერიკული შტატი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის საქართველო.
და მინდა გესაუბროთ რეზოლუციაზე, რომელიც რესპუბლიკის სენატს წარუდგინა “PD”-მ (დემოკრატიულმა პარტიამ), “იტალია ვივა“-მ, „+ევროპა“-მ და ა.შ. რეზოლუცია, ხელმოწერილია ამ სენატორების მიერ: სენსი, მალპეცი, ლომბარდო, სკალფაროტო, სპანიოლი, როიც, ალფიერი, კაზინი, ფრანჩესკელი, ირტო, მანკა, დ’ელია, ჯაკობე, ძამპა, ლოზაკო, ბასო, რანდო, მარტელა, როსომანდო, ტაიანი, რომელიც არ არის მინისტრი, მიზიანი, ძამბიტო, ნიჩიტა, ვერინი, ვერდუჩი.
რეზოლუცია, რომელიც მართლაც გამაოგნებელია, საუბრობს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე და ეხება ევროკავშირის, ევროპარლამენტის 2024 წლის ნოემბრის სხვა რეზოლუციას. შესაბამისად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მოვიდნენ აქამდე. რასაკვირველია, ეს რაღაც გამაოგნებელია.
ვინაიდან საქართველოს მიენიჭა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა ზომის ამოქმედებას, ეუთოს ორგანიზაციის დასკვნით რეზოლუცია, პრაქტიკულად აკრიტიკებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ მოიგო“, ოკ. „ვინაიდან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა მკვეთრად დაჩქარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა უკიდურესად სერიოზული დარღვევით და რომელიც ხასიათდებოდა მძიმე კანონდარღვევებით“… ტყუილი. ტყუილი. ეს არავის უთქვამს… ოკ. „და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვის გარეშე“… ტყუილი. ტყუილი. „არჩევნებმა დაარღვია დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები“… ტყუილი. ტყუილი. და შესაბამისად, „აცლიან… პარლამენტს … და აქედან გამომდინარე „პრეზიდენტს“ ნებისმიერი სახის დემოკრატიულ ლეგიტიმურობას“… ტყუილი. ესენი, ვინც ამას წერენ, კრიმინალები არიან… ოკ. მოკლედ, ბლაბლაბლა.
ვინაიდან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელსაც თავისი თანამდებობის დატოვებაც კი არ სურდა მანდატის ამოწურვის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქე, მანამდე საფრანგეთის ელჩი საქართველოში და შემდეგ გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი; რადგანაც ყველანაირ სანდოობას მოკლებულმა ამ ქალბატონმა საჯაროდ დაგმო არჩევნების მანიპულაციები. ჰო, რაიმე მტკიცებულების მოტანის გარეშე; განაცხადა, რომ ის არ ცნობდა მათ, რადგან ვერ მოიგო იმან, ვინც მას სურდა; და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც არავინ ანხორციელებს, რადგან მსოფლიოში ყველა დასცინის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, ხდება სახიფათო… ოკ. მეტიც, აქ უწოდებენ „ქართულ რეჟიმს, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი… ივანიშვილმა ორკესტრირებულად განახორციელა ძალაუფლების ანტიკონსტიტუციური უზურპაცია, სისტემატურად დაშალა რა დემოკრატიული ინსტიტუტები, ძირი გამოუთხარა რა სასამართლოს დამოუკიდებლობას და ანგრევს რა ძირითად უფლებებს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, ამძიმებს რა საქართველოს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს…“ ყველა სიტყვა, რასაც ამბობენ, ნაგავია. ანუ იმ გაგებით, რომ ყველა ეს ცნება გამოგონილია. ერთადერთი, რაც მოხდა, ისაა, რომ ჩატარდა წესიერი არჩევნები და ქალბატონი სახლში გაუშვეს. ოკ.
ესე იგი… კვლავ ევროკავშირში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. „14 დეკემბერს, დე-ფაქტო პარლამენტმა…“, რადგანაც ისინი მას არ აღიარებენ როგორც პარლამენტს, „…ჩაატარა „პრეზიდენტის არჩევნები“ „ქართული ოცნების“ ერთი კანდიდატით…“ დიახ, რადგან სხვა დანარჩენმა, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოიგო ერთადერთმა არსებულმა კანდიდატმა, ოკ?
„საქართველოს თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ…“ კი მაგრამ, როგორ ბედავენ? „თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ…“. ეს თქვენ ხართ თვითაღიარებულები, სენატორებო. საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს. თქვენ ვინ ჩემი ტიკი-ტომარა ხართ, რომ წერთ ასეთ რამეს? რა საწყლები ხართ.
„…ქვეყანა ჩააგდეს ნამდვილ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისში ისევე, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კრიზისში“…. ნეტავ, რას ხედავენ ეს ბატონები, რომლებიც მადამას სასახლიდან საუბრობენ. არ ვიცი, გამოვიდნენ თუ არა იქიდან ოდესმე, თუ სარდაფში არიან გამოკეტილები. „მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი რეპრესიები“… გახსოვთ ის ბრბო, ყველა შავებში ჩაცმული, ვინც ყველაფერი დაანგრია და სასტიკად გაუსწორდა დედაქალაქს? ესენი არიან „მშვიდობიანი მომიტინგეები“. ოკ?
„460 დაპატიმრებული ადამიანი“. დიახ, ვნახეთ. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიცია, საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე“. უი, მართლა, და იტალიაში აქვთ? ღირსებაც არ გაგაჩნიათ. ღირსებაც კი. „იტალიაში ყველას აქვს საიდენტიფიკაციო ნიშნები“… გაგიჟდები კაცი.
„ძალის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა მომიტინგეები“… უი დედა! უი დედა! ნუთუ? ბუები, კარგი რა, კარგი რა. ბლაბლაბლა. ყველაფერი ეს სისულელეა, ყველაფერი გამოგონილია. ოკ, სწორედ გამოგონილი. და ზოგიერთი რამ სინამდვილეა, მაგრამ სამართლიანი. ანუ სამთავრობო პარტია ცდილობს დაიცვას თავი ამ საერთაშორისო შეტევისგან, რომელსაც ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. და მაშინ რას ითხოვენ ეს ბატონები? ითხოვენ, რომ მთავრობამ დასაჯოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მიუჩინოს მას თავისი ადგილი. „ხელისუფლება“ ბრჭყალებში, რადგან ესენი მას არ აღიარებენ… „დაუყოვნებლივ შეაჩერებინონ სასტიკი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“… რა „მშვიდობიანი“? არაფრის დიდებით.
შემდეგ, მთავრობამ არ უნდა ცნოს „“ქართული ოცნების“ პარტიის მიერ 26 ოქტომბრის უკანონო არჩევნების შედეგად თვითაღიარებული ხელისუფლება“… რა უკანონო? ეს ასე არ არის, რადგან ვერავინ შეძლო ამის დადასტურება. ის კი არა, ყველამ საპირისპირო დაადასტურა, მათ შორის ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მაგრამ ისინი ამბობენ: „ისინი არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩატარდა ნორმების დარღვევით“… კი მაგრამ, ეს თავად მოიგონეს.
შემდეგ, „არ აღიარონ როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ერთ პარტიულად ჩამოყალიბებული პარლამენტის, ასევე თავად პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა“… „მათ შორის, დიპლომატიურ სფეროში, არ განახორციელონ რაიმე სახის პოლიტიკურ-ინსტიტუციონალური თანამშრომლობა რეგიონალური ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით“…. მოკლედ, იზოლაციაში მოაქციონ საქართველო. მოითხოვონ, რომ „ჩატარდეს ახალი არჩევნები“… ჰო, როგორც რუმინეთში მანამ, სანამ არ მოიგებენ შენი მეგობრები. „… დამოუკიდებელი და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ“… ანუ, შენი მეგობრები. „რათა ნამდვილად იქნეს გარანტირებული სამართლიანი პროცესი“… ანუ, თუ შენ მოიგებ… „თავისუფალი და გამჭვირვალე“… ანუ, თუკი მასმედია მხოლოდ შენია. „… რითაც მოუწოდებენ სხვა ევროპელ პარტნიორებს, პრინციპულად მოითხოვონ ახალი არჩევნები…“. ანუ, ჩვეულებრივი კომუნისტური ბოიკოტი. „… ორმხრივად დააწესონ დაუყოვნებლივი პერსონალური სანქციები, რომლებიც დაწესდება“ სხვადასხვა პირის მიმართ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელ ივანიშვილზე. „მის ოჯახზე…“. მის ოჯახზე, როგორც კამორას წევრებზე. ეს სენატორები კამორასავით აზროვნებენ. „…მის ოჯახსა და მის კომპანიებზე…“, რომლებიც მასთან დაკავშირებულ მესამე პირებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ეს არ იციან. „საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესების ფონზე…“. ასე, რადგან მისი ბრალია. მერე, სხვა პერსონალური სანქციები საგარეო საქმეთა მინისტრზე, მოადგილეებზე, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ ელჩებზე.
„პერსონალური სანქციები ქართველ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე…“. „დაწესდეს სანქციები ფასილიტატორების ქსელზე…“. შესაბამისად, აი, ამგვარად, ხალხო, ესენი არიან მეგობრების მეგობრები, ოკ?
„რათა უზრუნველყოფილ იქნეს იდენტური სანქციების მიღება ევროკავშირშიც…“. როგორც ამას მთელი კამორა სჩადის. „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები…“. ანუ კრიმინალები, რომლებმაც ყველაფერი დალეწეს და რომლებსაც რომელიღაც უცხო სახელმწიფო აფინანსებდა.
„დამოუკიდებელი გამოძიება…“. „დაგმონ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ საბოტაჟში ბრალდებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული გამოძიებები…“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ჩავერიოთ სხვების მართლმსაჯულებაში.
„დაგმონ პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის 49 დეპუტატის მანდატის შეწყვეტა…“. მოკლედ, ყველაფერი ეს არის… რა არის ეს? ესაა აბსურდული და გამაოგნებელი მოთხოვნები, რომლებიც იტალიის მთავრობას სენატორების ჯგუფმა წარუდგინა, რათა დაღუპონ უცხო სახელმწიფო, სადაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით ხმა მისცეს პარტიას და იმათთვის არასასურველ პარლამენტს, ვისაც ხელში უკავია ძალაუფლება ევროპასა და დასავლეთში.
ახლა, ეს ამბები დაკავშირებულია ყველაფერ იმასთან, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, რაც უკრაინას უკავშირდება, გასაგებია? ეს არის ცრუ ბრალდებები. თავად იმ ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, ვერ აღმოაჩინეს დარღვევები საქართველოს არჩევნებში. მაგრამ ამ საკითხზე სხვა დღეს გავაგრძელებთ საუბარს.
საქართველოს საკითხი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია და თვალი უნდა მივადევნოთ, რადგან რაღაც ნამდვილად მძიმე და ანტიდემოკრატიული ხდება.
თუკი აქამდე არ გაგიკეთებიათ, გამომიწერეთ. თუკი მოგწონთ ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანია, რომ გამომიწეროთ საქმიანობის გასაგრძელებლად. საბაზისო აბონემენტის ღირებულებაა თვეში 1.99 ევრო. ქვევით იპოვით ღილაკს. იცოდეთ, რომ მოცემული ფორმატი, რომელიც ყოველ დღე გადის ეთერში, არსებობს მხოლოდ გამომწერების წყალობით. ეს რომ ასე არ იყოს, აქ არ ვიქნებოდით. რადგან ამ გადაცემას, იმ პოზიციების გამო, რომელიც გაგვაჩნია, არ ჰყავს სპონსორები და სავარაუდოდ, არც არასოდეს ეყოლება. სპონსორები ხართ თქვენ. თვეში 1.99 ევრო არის ერთ-ნახევარი ყავა, რათა მხარი დაუჭიროთ ყველაფერ ამას. ღილაკს აქვე, ქვევით იპოვით. გამოიყენეთ იგი. გააცანით პანტოპრაზოლი თქვენ მეგობრებს. აბონემენტი გაძლევთ საშუალებას ასევე გაეცნოთ არქივში შენახულ პანტოპრაზოლის გადაცემებს. შესაბამისად, არა მხოლოდ პროგრამის მხარდაჭერა, არამედ იმ კონტენტზე წვდომაც, რომლებიც შემდეგ ექსკლუზიური ხდება გამომწერებისთვის. ამგვარად, გაითვალისწინეთ. მადლობა ყველას. ხვალამდე. შემდეგ შეგატყობინებთ ზუსტ დროს. დაკავებულობის გამო შეიძლება არა 12:30 საათს. მადლობა ყველას. ყოველ შემთხვევაში, ხვალამდე. და როგორც ყოველთვის, ჩემო ბატონებო, „ჰეი, კაცებო და ჰეი, ქალებო“ – აცხადებს იტალიელი ჟურნალისტი.