ლევან მაჭავარიანი: ორმაგი სტანდარტები არ მოგვწონს – გულდასაწყვეტია, როდესაც საუბრობენ ჩვენთან დემოკრატიის უკუსვლაზე და სირიას სანქციებს უხსნიან

ორმაგი სტანდარტები არ მოგვწონს – იქ უამრავი თემაა, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც საუბრობენ ჩვენთან დემოკრატიის უკუსვლაზე და სირიას სანქციებს უხსნიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით საფრანგეთის და გერმანიის ელჩებიც არასწორად იქცევიან.

„უბრალოდ არ მოგვწონს, როდესაც ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სამართლიანობას ვითხოვთ. სირიის ლიდერი მიიღეს საფრანგეთში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ იყო იქ ჩაბრძანებული, ქება-დიდება, სანქციების მოხსნა, ასობით მილიარდით ეხმარებიან… კი ბატონო, ეს მათი საქმეა და, შესაძლოა, გლობალურ დღის წესრიგს დღეს ეს ასე სჭირდებოდეს, უბრალოდ ასეთი რაღაცები რომ ხდება, ამის ფონზე, კრიტიკა არ გვსიამოვნებს.

ელჩები როგორ იქცევიან – საფრანგეთს და გერმანიას რომ მივუბრუნდეთ ამ წერილის ჭრილში, პოლონეთზე საუბარი ზედმეტია, როცა მათი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე გულშემატკივარია და ითხოვს მის გათავისუფლებას, ვერ შევთანხმდებით.. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის კრიმინალი და არის დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ მასთან ვერ შევთანხმდებით.

საფრანგეთის ელჩი როგორ იქცევა? გრანტების კანონს სანამ მივიღებდით, ერთი საათით ადრე, გრანტი გასცა პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ის სიის წევრზე, კანვასის საშინელი ტრენინგის ერთ-ერთ ორგანიზატორზე – გიორგი კანდელაკზე. გერმანიის ელჩი პირდაპირ დადის სასამართლოებზე, არც თარჯიმანი არ უზის, ქართულიც არ ესმის და ზეწოლას ახდენს მოსამართლეებზე. ეს ყოვლად მიუღებელია, ვენის კონვენციის აბსოლუტური დარღვევაა… რამდენ დეზინფორმაციას ავრცელებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები