ზელენსკი: უკრაინამ იცის 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან

რუსეთის არმიაში ჩინეთის, სულ მცირე, 155 მოქალაქე იბრძვის , რის შესახებაც ინფორმაცია, უკრაინული სპეცსამსახურებისთვის ცნობილია,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

“ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრია. ამ 155-ისთვის გვაქვს პასპორტის მონაცემები, საიდან მოდიან, მათი დოკუმენტები, ასაკი, სამსახურის ადგილები. მათი დაკომპლექტების სქემა ნათელია”,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.მან დაასახელა ორი დატყვევებული ჩინეთის მოქალაქე – ვანგ გუანჯუნი, დაბადებული 1991 წელს და ჩანგ რენბო, დაბადებული 1998 წელს.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩინელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები