მორიგი საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ – დაყადაღებულია "გალფის" 50-მდე ბენზინგასამართი სადგური

  დაყადაღებულია “გალფის” 50-მდე ბენზინგასამართი სადგური, უძრავი ქონების ნაწილი და საწვავით სავსე რამდენიმე საცავი. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ნავთობპროდუქტების კომპანია “სენტას” მფლობელების სარჩელის საფუძველზე მიიღო. დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე დავით კეზერაშვილს ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებენ და გადახდილი მილიონების უკან დაბრუნებას ითხოვენ. საქმეში ფიგურირებენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც. როგორც ზაალ იაკობიძემ “მოაბესთან“ საუბარში განაცხადა, ბიზნესპარტნიორთან ერთად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2010 წლის ნოემბერში დაიბარა. ე.წ. პიქსელის შენობაში განთავსებულ ოფისში, როგორც იაკობიძე ამბობს დავით კეზერაშვილმა მოითხოვა ნავთობკომპანია “სენტას“ კუთვნილი უძრავი ქონების, ბენზინგასამართი სადგურების მიწების და ნავთობტერმინალების დათმობა. ქონება იმ ორგანიზაციებზე უნდა გათაფორმებულიყო რომლებიც ნავთობკომპანია “გალფის“ მფლობელები არიან ბიზესმენებს კეზერაშვილმა დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაში 28 მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზა, თუკი ბიზნესმენები საქმეს გააჭიანურებდნენ შემოთავაზებული ფასი ყოველდღიურად 5 მილიონი დოლარით შემცირდებოდა. “კეზერაშვილმა ცინიკურად გვითხრა, რომ ან მის წინადადებას მივიღებდით , წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში ციხიდან მოგიწევთ უფასოდ გადაფორმებაო, თან განგვიმარტა,რომ ალტერნატივა არ გვქონდა რადგანაც საკითხი შეთანხმებული იყო სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან“,-განაცხადა იაკობიძემ. იაკობიძის და მიმინოშვილის თქმით, კეზერაშვილმა მათ საბოლოოდ 22 მილიონი დოლარი გადაუხადა, საიდანაც 12 მილიონი დოლარი ბიზნესმენებმა გასაყიდი ობიექტების იპოთეკისგან გასათავისუფლებლად გადაიხადეს , 4 მილიონი კი მოგების გადასახადის დასაფარად.თანხიდან 6 მილიონი დოლარი დარჩათ. 2012 წელს ისინი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, დარჩენილი 6 მილიონიდან 4 მილიონი გირაოში გადაიხადეს, 2 მილიონი კი ახალციხეში 121 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აყიდინეს და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ თანხა ე.წ ვანოს ფონდს რაბათის მშენებლობისთვის სჭირდებოდა. “სენტას“ ქონება 65 აქტივს მოიცავდა. ბიზნესმენებმა სარჩელი სასამართლოში “გალფის“ წინააღმდეგ შეიტანეს და საქალაქო სასამართლომ კომპანიის კუთვნილ ობიექტებს, მათ შორის 50-მდე ბენზინგასამართი სადგურს, უძრავ ქონებასა და ბენზოტერმინალებს ყადაღა დაადო. კომპანია ქონების გასხვისებას ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები