უკრაინის შემდეგ რუსეთი მოლდოვას შიდა საქმეებში ჩარევით იმუქრება

„რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული სცენარის განმეორებას დნესტრისპირეთში და საკუთარ ისტორიულ როლს – დნეპრისპირეთის მიწების მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტის როლს სრულიად აღასრულებს“ – განაცხადა დიმიტრი როგოზინმა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ეს განცხადება მოსკოვში სამუზეუმო ექსპოზიცია „Приднестровье — русский рубеж!“-ზე გააკეთა. „დნეპრისპირეთის მიწა – ეს უნიკალური ადგილია, სადაც მრავალჯერ მოხდა ხმალდახმალ შებმა, უპირველეს ყოვლისა რუსეთის დასაცავად. ეს მიწა რუსული სისხლით უხვადაა მორწყული. რა თქმა უნდა, იქ არ არის რუსული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი ძალიან ბევრნი – 200 ათასი არიან. ხოლო, თუკი დავითვლით ყველა დნეპრისპირელს, რომლებიც სხვადასხვა რეფერენდუმებზე მეგობრულად, სოლიდარულად რუსეთს აძლევენ ხმას, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იქ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პოტენციურად მეტია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ მიწას და ხალხს, რომელიც მასზე ცხოვრობს, ჩვენთან საერთო ისტორია აქვთ“, – აცხადებს როგოზინი. რუსეთის ვიცე-პრემიერის სიტყვებით, რუსეთში „ დნეპრისპირეთს რუსული სამყაროს ნაწილად, ხოლო დნეპრისპირეთის ისტორიას – რუსეთის ფედერაციის ისტორიად თვლიან“. „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დნეპრისპირეთის საზღვრებთან ძალზე საგანგაშო მოვლენები ხდება. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ტრაგედიას, რომელიც სულ ახლახან მოხდა ოდესაში. ტრაგედიას, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დნეპრისპირელებს ეყოფათ ისტორიული მეხსიერება. ეს საკმარისი იქნება, სხვებისთვის მაგალითის საჩვენებლად, როგორ უნდა დააფასო საკუთარი ისტორია. მათ ეყოფათ ძალა, მოთმინება და ცივსისხლიანობა, რათა დაიცვან საკუთარი მიწა ისეთი მოვლენებისგან, რომელიც სამწუხაროდ დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ვითარდება“, – დაამატა როგოზინმა. როგოზინის სიტყვებითვე, რუსეთი „საკუთარ ისტორიულ როლს – დნეპრისპირეთის მიწების მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტის, მშვიდობისმყოფელის როლს საერთაშორისო ვალდებულებთან შესაბამისობაში სრულიად აღასრულებს“. „კიდევ ერთხელ მინდა ყველას, ვინც ჩვენგან განსხვავებით ფიქრობს, ვუთხრა: არ ღირს დნეპრისპირეთში ცხვირის ჩაყოფა, არ ღირს საზღვარზე ისტერიკის გაჩაღება, არ ღირს სიტუაციის გამწვავება, რადგან იქ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ცხოვრობენ“ – განაცხადა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
როგოზინმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებების დაცვა, რაც არ უნდა შორს ცხოვრობდნენ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, რუსული სახელმწიფოს ინტერების წრეში შედის. ეს პრეზიდენტის დადგენილებაა, ეს ასევე რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის დადგენილებაა. არ ღირს ილუზიის შექმნა იმ მიზეზით, დაიცავს თუ არა რუსეთი თავის საკუთარ მოქალაქეებს. ერთმნიშვნელოვნად ასე მოხდება და არ ღირს ჩვენი, ჩვენი მოთმინების და ძალის გამოცდა“ – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. სამუზეუმო ექსპოზიციის ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა დნეპრისპირეთის პრეზიდენტი ევგენი შევჩუკი (სწორედ ასე მოიხსენია შევჩუკი რუსულმა გამოცემამ – kvira.ge). მან განაცხადა, რომ დნეპრისპირეთი რუსეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. „ეს რუსეთის ისტორიის ნაწილია. თქვენ შეგიძლიათ ამაში ექსპონატების მაგალითზე დარწმუნდეთ, რომლებიც დნეპრისპირეთში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს ასახავენ. ამჟამად მსოფლიოში ცდილობენ დნეპრისპირეთიდან ყოველივე რუსული განდევნონ. მაგრამ ჩვენ დნეპრისპირელები ვცდილობთ შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენ ისტორიას და მის ბაზაზე ჩვენი მომავალი შევქმნათ“, – განაცხადა ევგენი შევჩუკმა.

წყარო: regnum.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები