“ლონდონის წიგნის ბაზრობამ გვაჩვენა, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია, გამოვიყენოთ. კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ, გავყიდოთ ქართული ნაწარმოებები, რომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს”, – ამის შესახებ, კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
დავითულიანი ფიქრობს, რომ კულტურის სამინისტროს მიდგომა, რომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის გავრცელებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას მსოფლიოში – მარტივია.
„ვფიქრობ, ჩვენი, კულტურის სამინისტროს მიდგომა მარტივია, რომ სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის გავრცელებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას მსოფლიოში. ჩვენს ოპონენტებს რომ ჰკითხოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ზოგიერთის სურვილი ესაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სურვილებს ვერ გავყვებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ დღის წესრიგის მიხედვით ვმოქმედებთ.
ლონდონის წიგნის ბაზრობამ გვაჩვენა, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია, გამოვიყენოთ – კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ, გავყიდოთ ქართული ნაწარმოებები, რომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და სხვადასხვა გამომცემლობამ განავრცოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ ამ პროცესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ აპრილშიც და შემდგომ ყველგან, სხვა პლატფორმებზე“, – აღნიშნა დავითულიანმა.