ქართველი მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან ისრაელელ მეტოქეს მელქამუ ფეტენეს სძლია.

დიმიტრი ხაჩიძემ ფინალამდე დანიელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ოთხი მედალია. გუშინ ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.

ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები