უკრაინის სახალხო დამცველი: სავარაუდოდ, რუსებმა 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული, სულ მცირე, 5 უიარაღო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის სავარაუდო სიკვდილით დასჯა,-
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.
“გამოქვეყნებულ ვიდეოში, როგორც მინიმუმ 5 მოკლული სამხედრო ტყვე ჩანს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების უგულებელყოფას რუსეთის მხრიდან”,- წერს ლუბინეცი ტელეგრამზე.
ომბუდსმენის განცხადებით, მან უკვე გაუგზავნა წერილი გაერო-ს და საერთაშორისო წითელ ჯვარს, რათა დაფიქსირებულიყო რუსების ეს სამხედრო დანაშაული.
შეგახსენებთ,14 ოქტომბერს, ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტები გაიზარდა. ასევე, გახშირდა ტყვეების წამების ფაქტებიც.