ზელენსკი – უკრაინაში არჩევნები ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება
უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება და ამ პროცესს სპეციალურად არავინ არ გააჭიანურებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეგნებულად არავინ არაფერს არ გადადებს.
„ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ისინი ომის საბოლოოდ დასრულების გეგმაზე იმუშავებენ.