”რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების აქტუალიზებაზე” – წილოსანი

”რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების აქტუალიზებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

“ლოგიკურია, რომ ეშინიათ და ფრთხილობენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ახალი არჩევნების მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მცირერიცხოვანი აქციები იმართება იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები გველის, სრულებით კარგავს თავის შინაარსს, დანიშნულებასა და ადეკვატურობას, ამიტომ, თუ ვინმეს არჩევნების გზით უნდა რაიმე დაამტკიცოს, საკუთარ ამომრჩეველს ეკონტაქტოს. მოდის თვითმმართველობის არჩევნები და თუ აქვთ გამბედაობა, პოლიტიკური ვაჟკაცობა, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში”, – განმარტავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები