ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს ორდერით დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე დააკავეს. მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედება ბრალი.

ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სალვადორ პანელომ, დაგმო დუტერტეს დაკავება და მას უკანონო უწოდა, რადგან ფილიპინებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC) 2019 წელს დატოვეს.

ICC-მ ადრე განაცხადა, რომ მისი იურისდიქცია ფილიპინებზე იმ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით ვრცელდება, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა სანამ ის სასამართლოს წევრი იყო.

ადამიანის უფლებათა ჯგუფების ინფორმაციით, დუტერტეს “ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის” პოლიტიკის ფარგლებში ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ექსტრემალური ძალადობის შედეგად დაიღუპა.

წარსულში დუტერტემ აღიარა, რომ ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები საკუთარი ხელითაც მოუკლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები