ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომა საკუთარი სკამით დატოვა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა,- ინფორმაციას ამის შესახებ, ფოტოსთან ერთად, „როიტერი“ ავრცელებს.

ტრიუდოს ოფიციალურმა გადადგომამ დაასრულა მისი როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე დეპუტატის კარიერა, თუმცა, როგორც მედია იუწყება, სკამი, რომელიც მას მიჰქონდა, უფრო ტრადიციას ეხებოდა, სიმბოლურ ჟესტს, რომელიც მიუთითებს მისი ვადის დასრულებას, ვიდრე პროტესტს.

კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერი მარკ კარნი, რომელიც ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება, ჯასტინ ტრიუდოს უახლოეს კვირებში ჩაანაცვლებს.

ტრიუდოს გადადგომის შესახებ ინფორმაცია 6 იანვარს გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები