ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრა შედეგს გამოიღებს

ვიმედოვნებ, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა შედეგს გამოიღებს როგორც მშვიდობის მიღწევის, ასევე აშშ-ისგან მხარდაჭერის გაგრძელების თვალსაზრისით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

„ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის – დაგეგმილია ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. მომზადებულია უკრაინისა და შეერთებული შტატების გუნდების შეხვედრა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთს 10-12 მარტს ეწვევა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე, პავლო პალისა. რამდენიმე საათში უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ზელენსკის განცხადებით, ის დღეს საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება. უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება, თუმცა შეხვედრას თავად ზელენსკი არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები