მარკო რუბიომ და ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„უკრაინას სურს ომის დასრულება და აშშ-ის ხელმძღვანელობა აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები“, – დაწერა სიბიგამ პლატფორმა X-ზე.

მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რუბიომ და სიბიგამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები