ორბანი – “უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის დაშლას ნიშნავს”
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, ორბანმა ხაზი გაუსვა მზარდ უთანასწორობას არა მხოლოდ უნგრეთსა და სხვა წევრ ქვეყნებს შორის, არამედ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მშვიდობის მხარდამჭერ ქვეყნებსა და ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.
“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დამანგრეველ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპის ეკონომიკისთვის”,- განაცხადა ორბანმა.