რატი იონათამიშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ ამორალურ გადაწყვეტილებებს იღებენ

„არც იმ სანქციებს აქვს ფასი, მაგრამ ამ ე.წ. ოპოზიციონერების ვოიაჟებს და მსგავს საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი გაეცემა”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სამი ოპოზიციური პარტიის ლატვიის შემდეგ ესტონეთში ვიზიტს.

მისი თქმით, ოპოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში პარტნიორებთან შეხვედრებზე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს.

“ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ ამორალურ გადაწყვეტილებებს იღებენ იმ მოტივით, რომ მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოში მოხდება ესკალაცია განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, ეს მათ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკოსების პოზიცია. სხვა საკითხია, რომ ეს პოზიცია არის ამორალური, მაგრამ, როდესაც ეს ე.წ. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიან იქ და პირდაპირ მოითხოვენ იგივეს, რა თქმა უნდა ეს ღალატის ტოლფასი საქმიანობაა, ვინაიდან მათ უნდათ, რომ საქართველოში მოხდეს ესკალაცია.

არც იმ სანქციებს აქვს ფასი, მაგრამ ამ ე.წ. ოპოზიციონერების ვოიაჟებს და მსგავს საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხი გაეცემა”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები