ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები – ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები