რატი იონათამიშვილი: „ისფედს“ არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, ვინაიდან მათ არ სურთ სიმართლე იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ
„ისფედს“ არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, ვინაიდან მათ არ სურთ სიმართლე იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ – როგორ ჩანს ახლაც, ამ მომენტშიც აგრძელებენ დოკუმენტების გაყალბებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში, „ისფედმა“ მაინც დამალა ეს დოკუმენტი და არ აგზავნის მას პროკურატურაში, თან ის მიზეზები, რაც მათ დაასახელეს არის ყოვლად აბსურდული და უსაფუძვლო, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მათ არ სურთ თანამშრომლობა, ვინაიდან მათ არ სურთ სიმართლე იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ისინი როგორც ჩანს ახლაც, ამ მომენტშიც აგრძელებენ გაყალბებას იმ დოკუმენტების, რომლის შინაარსი სინამდვილეში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია არის და რა თქმა უნდა ის ემთხვევა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს. სწორედ ამისი ეშინიათ მათ, ვინაიდან მათ ეშინიათ სიმართლის, არ აქვთ ინტერესი, რომ სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ და შესაბამისად, რა თქმა უნდა სიხარბის მხარეს არიან“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები გენერალურ პროკურატურაში არ გაუგზავნია.