ორბანი – უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთში გამოკითხვას ჩავატარებთ

ევროკავშირში უკრაინის პოტენციურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთი გამოკითხვას ჩაატარებს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ე.წ. ეროვნული კონსულტაციის სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის აზრის შესაგროვებლად, ამიტომ ჩვენ ამავე სქემას გამოვიყენებთ ახლაც”,- განაცხადა ორბანმა.

როგორც მედია იუწყება, გამოკითხვის შედეგები სამართლებრივ ვალდებულებას არ აწესებს, თუმცა ორბანის მთავრობა აღნიშნულ ინსტრუმენტს რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები