საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

„ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისათვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა.

პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები