ევროპა მზად არის, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
“ბევრი დრო დავკარგეთ, როგორც ევროპამ, მაგრამ დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. ეჭვი არ არსებობს, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და, ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს ამ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო 40 წლის წინ. ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია.
ევროპა დღეს მზად არის, უფრო სწრაფად, ჭკვიანურად და ეფექტურად შეიარაღდეს, ვიდრე რუსეთი. დღეს არ გვაქვს ზედმეტად ოპტიმისტურად ყოფნის საბაბები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც ევროპამ გაიაზრა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას”, – განაცხადა ტუსკმა.