ზახაროვა – მაკრონი მეზღაპრეა
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად არ არის დაკავშირებული რეალობასთან,- ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
ზახაროვა ამით გამოეხმაურა მაკრონის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
“ყოველდღე ის აკეთებს რაღაც სრულიად უცნაურ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს. რა მეზღაპრეა”, – თქვა მან.
ზახაროვას თქმით, მაკრონის სურვილია, გახსნას ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ ევროპის თავზე.