რუბიო „ჰამასს“ მოუწოდებს, ტრამპის მუქარას სერიოზულად მოეკიდოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას სერიოზულად მოეკიდოს.
მისივე თქმით, თუკი ტრამპი ამბობს, რომ აპირებს რაიმეს გაკეთებას, ის ამას გააკეთებს. ამიტომ, სჯობს „ჰამასმა“ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად მიიღოს.
“ხალხი ვერ ხვდება, რომ პრეზიდენტი ამ ხალხს ხვდება, მათ ისტორიებს ისმენს. ის გაბრაზებულია და მართალიც არის. დაიღალა ამ ვიდეოების ყურებით ყოველ შაბათ-კვირას, სადაც გაფითრებულ მძევლებს ათავისუფლებენ და სხეულებს აბრუნებენ, ზოგჯერ კი არასწორი სხეულებია და არის თამაშები. მან დაკარგა მოთმინება ამის გამო”, – განუცხადა რუბიომ Fox News-ს.
შეგახსებებთ, ტრამპმა „ჰამასს“ ულტიმატუმი წაუყენა, რომ გაათავისუფლონ მძევლები და დატოვონ ღაზას სექტორი.