უნგრეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

უნგრეთის მთავრობამ მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უკრაინის სამხედრო დახმარება,- ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტი და უნგრეთის მთავრობა იზიარებენ ერთნაირ პოზიციას: იარაღის მიწოდებისა და ომის გაგრძელების ნაცვლად, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე“,- აცხადებს ვიქტორ ორბანის მთავრობის სპიკერი.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველა სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა, ვიდრე არ დაინახავს, ​​რომ უკრაინის ხელმძღვანელობა „მშვიდობისთვის კეთილგანწყობას გამოავლენს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები