ზელენსკი – “მერცთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, შევთანხმდით თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე”
ფრიდრიხ მერცთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიის ძალისხმევას ევროპული უსაფრთხოების აღდგენისა და ქვეყნის მოქალაქეების დაცვის საქმეში.
“ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული CDU-ის ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. შევათანხმეთ პოზიციები და ვაფასებ მის მხარდაჭერას. უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიის ძალისხმევას ევროპული უსაფრთხოების აღდგენისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის საქმეში.
გვახსოვს, რომ გერმანია ლიდერია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ფრიდრიხ მერცთან შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზე” – წერს ზელენსკი X-ზე.