პესკოვი: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა აშშ-ის საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობისთვის

უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით, აშშ სამშვიდობო საქმეში საუკეთესო წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ მედიაში გავრცელდა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

“ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. აშკარაა, რომ აქამდე აშშ იყო მთავარი მიმწოდებელი. აშშ თუ შეწყვეტს, ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო საქმეში“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები