“რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია” – ლაშა ტალახაძე
“ამით ნამდვილად ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ლაშა ტალახაძე აცხადებს, რითაც ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
“ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის საქმე, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია – ასე დავარქმევდი ამას. ხმამაღლა ვიტყვი იმას, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლასა და წინსვლას”, – აცხადებს ტალახაძე.
ცნობისთვის, გუშინ ესტონეთმა საქართველოს კიდევ 55 ოფიციალურ პირს, ლიეტუვამ 74, ლატვიამ კი 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.