ჯეი დი ვენსი: შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილება უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტია

შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილება უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტია იქნება, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, დაარწმუნონ ზელენსკი, რომ ომის გაგრძელება აღარ შეიძლება.

„ჩვენ გვინდა საქმე მშვიდობიან დარეგულირებამდე მივიყვანოთ. პრეზიდენტი ტრამპი ამას ცდილობს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ომის უსასრულოდ გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ არ შეგვიძლია ის დაუსრულებლად ვაფინანსოთ. არც უკრაინელებს შეუძლიათ მუდმივად ბრძოლა. ამიტომ მოდით მივიყვანოთ საქმე მშვიდობიან მოგვარებამდე.

მისი თქმით, ომის მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გამოსავალია და მოუწოდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინს, ამ გზას მიჰყვნენ.

“რაღაცაზე უარის თქმა რუსებსაც მოუწევთ და უკრაინელებსაც. როცა ვნახავთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია შეიცვლება, დონალდ ტრამპი იქნება პირველი, ვინც ყურმილს აიღებს და პუტინს დაურეკავს. თუ კიევს ნამდვილად სურს უსაფრთხოების გარანტია, რომ რუსეთი მომავალში აღარ შეიჭრება უკრაინაში, მაშინ ამის საუკეთესო გარანტია შეერთებული შტატებისთვის უკრაინაში სამომავლო ეკონომიკური ინტერესის მიცემაა“, – თქვა ვენსმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები