იტალიის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ გავაგზავნით სამხედროებს უკრაინაში
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ უარყო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინადადება, იტალიის სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, როგორც ევროპის სამხედრო მისიის ნაწილი.
იტალიამ ამ ინიციატივის განხორციელებადობასა და მის ეფექტურობაზე ეჭვები გამოთქვა.
„ჩემი აზრით, ეს გეგმა რთული შესასრულებელია და მისი ეფექტიანობაც საეჭვოა. ამიტომ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ იტალია არ გააგზავნის სამხედროებს უკრაინაში,“ – განაცხადა მელონიმ.
მელონიმ ხაზი გაუსვა დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობას. იტალიის პრემიერმა ასევე შესთავაზა სამიტის მასპინძლობა ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ს შორის, რათა ააშენონ ხიდები უკრაინის ომის გამო დაძაბული ურთიერთობის შემდეგ დიდი ხნის მოკავშირეებს შორის.
იტალიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია, ევროპა, ნატო და შეერთებული შტატები ერთნაირ მიზანს იზიარებენ, რაც უკრაინაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა.
მან ასევე მოუწოდა ლიდერებს, რომ პრიორიტეტი მიანიჭონ ერთიანობას და გააფრთხილა, რომ დასავლეთის დაყოფა იქნება ყველასთვის “საბედისწერო”, განსაკუთრებით უკრაინისთვის.