ჯეი დი ვენსი დარწმუნებულია, რომ ზელენსკი “საბოლოოდ” ისაუბრებს მშვიდობაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი “საბოლოოდ” დათანხმდება რუსეთთან მშვიდობის განხილვას, გასულ კვირას დონალდ ტრამპთან შეტაკების შემდეგ,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

„შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების დეტალების განხილვაზე. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში და თქვა, მოგვეცით უსაფრთხოების გარანტიები”,- განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ზელენსკი პატივისცემით არ გამოირჩეოდა.

“უკრაინის პოზიცია იყო: ჩვენ არ განვიხილავთ თქვენთან ერთად, რისი დათმობისთვის ვართ მზად. ეს პოზიცია როდესაც შეიცვლება და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, როდესაც ისინი მზად იქნებიან, ისაუბრონ მშვიდობაზე, ვფიქრობ, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც აიღებს ტელეფონს“, – თქვა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ კიევს, მოუწოდა მათ იყვნენ “რეალისტები” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი “არ შეიძლება, სამუდამოდ გაგრძელდეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები