მედია: ტრამპმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება ეხება საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას, მათ შორის გადაზიდვებს, რომლებიც შეთანხმებული იყო ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ის სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

„ეს არ არის დახმარების მუდმივი შეწყვეტა, არამედ დროებითი შეჩერებაა. შესაბამისი განკარგულებები უკვე გაიგზავნა“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

როგორც Guardian-ი წერს, გადაწყვეტილება თეთრ სახლში ლიდერების გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები