მაკრონი მოუწოდებს ევროპას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპელებს, მკვეთრად გაზარდონ თავდაცვის წლიური ხარჯები, – ამის შესახებ POLITICO წერს.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოძებნოს გზები, რათა თავდაცვის ხარჯები მასიურად გაიზარდოს.
“ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსები თავიანთი მშპ-ის ათ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, დავისახოთ მიზანი, დაახლოებით 3 ან 3.5%”, – ამბობს ემანუელ მაკრონი.
ამჟამად საფრანგეთი ყოველწლიურად ხარჯავს მშპ-ს 2.1 პროცენტს თავის სამხედრო სამსახურზე, რაც ძლივს აღემატება ნატო-ს 2 პროცენტს.