დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესაძენად 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის საზენიტო რაკეტებისთვის 1,6 მილიარდი ფუნტის (2 მილიარდი დოლარი) გამოყოფის შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ მან ლონდონში სამიტის შემდეგ გააჟღერა, სადაც ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
გუშინ გამოცხადებული 2,2 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხის გარდა, სტარმერმა გამოაცხადა კიდევ 1,6 მილიარდი ფუნტის გამოყოფა გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დასაფინანსებლად.
“ეს შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, შეიძინოს 5000-ზე მეტი საზენიტო რაკეტა, რომლებიც წარმოებული იქნება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენს ბრწყინვალე თავდაცვის სექტორში”,- აცხადებს სტარმერი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, საწყისი წერტილი უნდა იყოს ის, რომ უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დააყენონ.
“ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ახლა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და გააძლიერებს უკრაინას მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიც არის მინსკი, რომელსაც რუსეთი ადვილად არღვევს“, – თქვა სტარმერმა.