უკრაინამ უფაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა
3 მარტის ღამეს, უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ბაშნეფტის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას უფაში,- ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Astra იტყობინება.
ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით დილის ორის ნახევარზე მოხდა, რის შემდეგაც კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე რეგიონში ჩამოაგდეს. უფა მათ შორის არ არის.
პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხანძარი ამ დროსთვის ლიკვიდირებულია.