ვლადიმერ ბოჟაძე: მთავარია, რომ „ფარა“ მთელი თავისი რესურსებით, რასაც ეს კანონი განსაზღვრავს, მივიღებთ და კიდევ უფრო დავიცავთ ქვეყანას უცხოელი გავლენებისგან

„დავაინიციირეთ „ფარა“, სწორედ ისეთი ფორმით, როგორითაც არის წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და ყველა შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად აღმოიფხვრება. მთავარია, რომ „ფარა“ მთელი თავისი რესურსებით, რასაც ეს კანონი განსაზღვრავს, მივიღებთ და კიდევ უფრო დავიცავთ ქვეყანას უცხოელი გავლენებისგან“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები