საფრანგეთს უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დადება სურს

საფრანგეთიც, ისევე როგორც აშშ, ცდილობს წვდომა მიიღოს უკრაინის იშვიათი წიაღისეულის საბადოებზე, ამის თემაზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს,- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას მოლაპარაკებების დაწყება დაავალა და მას უკრაინელ კოლეგასთან აქვს კომუნიკაცია.

“ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ საფრანგეთის საჭიროებების გამო. ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიას მომავალ წლებში საჭირო მასალებზე წვდომა დასჭირდება”,- აღნიშნა მინისტრმა.

ლეკორნუმ თქვა, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინიდან წიაღისეულის შეძენა და არ ეძებს მათზე წვდომას, როგორც მილიარდობით ევროს (დოლარის) ღირებულების სამხედრო და სხვა დახმარების დასაბრუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები