“როდესაც გახარია პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, იმ პერიოდიდან მოყოლებული ის გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა” – გია ვოლსკი
“როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, მაშინ წარმოიშვა უკვე სერიოზული საფუძველი იმისა, რომ აქედან დასკვნაც გაგვეკეთებინა. იმ წუთიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული გახარია გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ფაქტია, რომ ამ ოპერაციის გარკვეული ელემენტების მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაჩნდა საზოგადოებაში და გუნდის შიგნითაც, მაგრამ რეალობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, მაშინ წარმოიშვა უკვე სერიოზული საფუძველი იმისა, რომ აქედან დასკვნაც გაგვეკეთებინა. იმ წუთიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული გახარია გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა და არა მარტო 20 ივნისს, არამედ მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში რაღაც გაუგებარი ოპერაცია ჩაატარა. იგივე, როდესაც ერთ-ერთ ღამის კლუბს თავს დაესხა და არანაირი შედეგი ამას არ მოუტანია“, – განაცხადა ვოლსკიმ.