“ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურად არ გააჩნია აქტივები ბრიტანეთში, შესაბამისად, რა უნდა დასანქცირდეს, ძალიან გასაკვირია” – მაჭავარიანი

“ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურად არ გააჩნია აქტივები ბრიტანეთში, შესაბამისად, რა უნდა დასანქცირდეს, ძალიან გასაკვირია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა უკვე სამი წლის წინ.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა უკვე სამი წლის წინ. შემდეგ იქ რაღაც ტიპის ოფიციალური სანქციები დაუწესეს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ეს ყველასთვის უკვე აშკარაა. მილიარდობით დოლარზეა საუბარი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რომელიც შემდეგ შეძლება, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები