„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ერთი დოლარის აქტივიც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და საერთოდ რას განიხილავენ, ამ მხრივ ძალიან სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს” – იონათამიშვილი

“ეს არის შანტაჟის უსაფუძვლო და იმავდროულად ძალიან კომიკური მაგალითი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ერთი დოლარის აქტივიც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და საერთოდ რას განიხილავენ, ამ მხრივ ძალიან სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს.

მე მახსენდება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ „დიფ სთეითი“ უფრო დიდი ხნის ისტორიის და უფრო ფართო გავრცელების არის დიდ ბრიტანეთში. ცხადია, ახლაც ამ პროცესებთან გვაქვს საქმე.

უბრალოდ, ეს ადამიანები ლუსტრაციას ახდენენ საკუთარი თავის. რა თქმა უნდა, ამ განხილვებს რეგიონის და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერასთან საერთო არაფერი არ აქვს, პირიქით არის ეს ყველაფერი და ჩვენც ვიცით, რომ იქ, სადაც არის „დიფ სთეითი“, დემოკრატია არ არსებობს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები