“თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, ამასთან დაკავშირებით შტაბს ექნება მოწოდებაც და ექნება თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც” – ირაკლი ჩიქოვანი
“მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიცია, რომელიც შტაბს გააჩნია, არის ის, რომ თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, ამასთან დაკავშირებით შტაბს ექნება მოწოდებაც და ექნება თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მისი თქმით, შტაბში აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია შედის.
“მეც პირადად შემხვდა ამ დღეების განმავლობაში მაგალითი, სადაც ადამიანები ცდილობდნენ გადაადგილებას კონკრეტული მიმართულებით, რომ მოეკითხათ საკუთარი ახლობლები, მაგრამ იმ მანქანით და შესაძლებლობებით ისინი ვერ შეძლებდნენ ამას, საჭიროება გახდა უზრუნველგვეყო სხვანაირი ტრანსპორტირება. შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.