“კომპანიამ მობილიზება სტიქიის დაწყებისთანავე დაიწყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები” – “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი

“კომპანიამ მობილიზება სტიქიის დაწყებისთანავე დაიწყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები”, – ამის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის მენეჯერი, ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს.

მისი განმარტებით, აღდგენით სამუშაოებს ართულებს თოვლის საფარი.

“არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ,” – აცხადებს მეტრეველი.

ცნობისთვის, კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები