ჯაბა ფუტკარაძე: თოვლის ნალექი განსაკუთრებით ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია და, შესაბამისად, სპეცტექნიკის მობილიზაციაც ინტენსიურად უფრო ამ მუნიციპალიტეტებში მოხდა

,,ყველაზე მეტი ნალექი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია, შესაბამისად, უფრო მეტი სპეცტექნიკა სწორედ ამ ადგილებშია მობილიზებული”, – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხორციელდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„აჭარის მუნიციპალიტეტებში ბათუმის გარდა 50-ზე მეტი სპეცტექნიკა არის ჩართული. ხორციელდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის ნალექი განსაკუთრებით ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია და, შესაბამისად, სპეცტექნიკის მობილიზაციაც ინტენსიურად უფრო ამ მუნიციპალიტეტებში მოხდა. მხოლოდ ქობულეთს თუ ავიღებთ 20-ზე მეტი სპეცტექნიკაა მობილიზებული და ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები