“მაღალმთიან აჭარაში დღესაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ყველა ძირითად ადმინისტრაციულ ერთეულამდე”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
„გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების და ძირითადი კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით რაიმე არსებითი შეფერხება ბათუმში არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ შემდეგი დღეები იქნება გარდამტეხი, რომ აღდგეს ტრანსპორტი, აღდგეს სასწავლო პროცესი სკოლებში, პირველ რიგში ქობულეთში, ბათუმში. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სამსახურმა იმუშაოს გამართულად და არცერთი მოქალაქე, არცერთი ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და მზრუნველობის გარეშე. დამატებითი სპეცტექნიკა მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იქ ნაკლებია ელექტროენერგიის მომარაგებით არსებული პრობლემები, თუმცა გამოწვევად რჩება გადაადგილება და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა რიჟვაძემ.