ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე შიდა საუბნო გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

,,სოფლებში არსებულ მდგომარეობას და სამუშაო პროცესს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი,  პირველ მოადგილესთან  ილია ზარდიაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო წყრუთისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

თოვლის საფარისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ახორციელებენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები