რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქს დრონებით შეუტიეს – არის მსხვერპლი

გასული ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა,- ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად დაზარალდნენ კიევის და ჟიტომირის რეგიონები. რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ბრიანსკიდან, ორელიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან მიიტანეს იერიში.

ამასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ რეგიონსა და შავი და აზოვის ზღვების თავზე 128 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები