მარტვილის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გაიწმინდა როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
☎️ 599 51 59 73
☎️ 577 94 41 30
☎️ 577 95 54 00
☎️ 599 03 06 63″,- ნათქვამია ინფორმაციაში.