ტრამპის განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ ბუნებრივი რესურსები არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ რუსეთისგანაც შეიძინოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს შეიძინოს ბუნებრივი რესურსები არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ რუსეთისგანაც.

„მინდა შევიძინო წიაღისეული რუსეთიდანაც, თუ ეს შესაძლებელი იქნება. მათ ასევე აქვთ ძალიან კარგი იშვიათი ლითონები. ეს შესანიშნავი იქნება რუსეთისთვის, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავაფორმოთ გარიგებები. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, მსგავსი რამ მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პერსპექტივებზე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რაღაც მომენტში შეიძლება, მოიხსნას, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები